“ევროპული საქართველო” ქვეყანაში ორდონიანი თვითმმართველობის შემოღების წინააღმდეგია. ამის შესახებ პარტიის წარმომადგენელმა გიორგი ნონიაშვილმა მოძრაობა “სირცხვილიას” მიერ გამართულ დისკუსიაზე განაცხადა.
როგორც ნონიაშვილმა თქვა, პარტია მიიჩნევს, რომ საქართველოში ორდონიანი თვითმმართველობის დამკვიდრება ქვეყნის სიმცირის გამოა მიუღებელი.
დისკუსიის შემდეგ ოპოზიციურმა პოლიტიკურმა პარტიებმა მანიფესტს მოაწერეს ხელი, თუმცა, როგორც გაირკვა, “ევროპულმა საქართველომ” დოკუმენტს ხელი არ მოაწერა. მანიფესტი ავალდებულებს პარტიებს, დეცენტრალიზაციისა და თვითმმართველობის გაძლიერებისკენ პოლიტიკური ნაბიჯები გადადგან.