ამომრჩევლის სავარაუდო მოსყიდვის მორიგი ფაქტი ოზურგეთში – ძმებმა თალაკვაძეებმა მთისპირის მეჩეთთან მისასვლელი გზა მოაბეტონეს

521

ამომრჩევლის სავარაუდო მოსყიდვის მორიგი შემთხვევა ოზურგეთში – “ქართული ოცნების” მერობის კანდიდატმა ავთანდილ თალაკვაძემ მაღალმთიან სოფელ მთისპირში, ხმების სანაცვლოდ ადგილობრივ მეჩეთთან მისასვლელი გზა დააგო. ინფორმაციას გურიის მოამბე ავრცელებს. 

დღეს ადგილზე “ორბი ჯგუფის” კუთვნილი სამი სპეციალური ცემენტის შემრევი მანქანა ავიდა, რომლებმაც ადგილზე ჯამში 45 კუბი ბეტონი აიტანეს, რისი ღირებულებაც 10 ათას ლარს აღემატება.

ადგილზე ჟურნალისტების მისვლამ მეჩეთის წინამძღვარი აკაკი მგელაძე გააღიზიანა, რომელიც გვიმტკიცებდა რომ ეს საქმიანობა შემოწირულობებით განახორციელა, თუმცა, ვერანაირი მტკიცებულება ჯამეს წინამძღვარმა ვერ წარმოადგინა.