მთავარ აქცენტებში“ გასულ ექკლუზიურ ინტერვიუს, რომელშიც კალაძეების კლანის საქმიანობა გაიშიფრა, “ოცნების” მერობის კანდიდატის აგრესიული პასუხი მოჰყვა. კალაძე ამჯერადაც სიძულვილის ენას მიმართავს:
„ეს არის კიდევ ერთი ძალიან დიდი სიბინძურე. სუფთა “სანტა ბარბარა” მოაწყო გუშინ, სამარცხვინოები ხართ, პირდაპირ გეტყვი. მე მესმის, არჩევნებია, ყველაფერს კადრულობთ. ბოლო სერიაში, ალბათ, პირდაპირ ეთერში ვიხილავთ ბატონ ნიკა გვარამიას, რომელიც, სავარაუდოდ, თავს დაიწვავს“, – თქვა კახა კალაძემ.
ცნობისთვის, მთავარი არხის ეთერში, გადაცემა “მთავარი აქცენტების” სპეცეთერში, ცნობილი ექიმის, მანანა მოდებაძის ოჯახი ჰყვება, რომ თბილისის მოქმედი მერის მამამ და მისმა გარემოცვამ რამდენიმე ათეული ათასი დოლარი გამოსძალეს და სანაცვლოდ ოჯახის ერთ-ერთ წევრს დახმარებას დაჰპირდნენ. სანაცვლოდ კი 15 კილოგრამი კარტოფილი მოითხოვეს, რაც კორუფციულ ენაზე 15 000 დოლარია. სქემაში ჩნდება ივანიშვილის ორივე ძმა, ხოლო დახმარებას მოტყუებული ოჯახი პირადად კახა კალაძესაც სთხოვდა.
მანანა მოდებაძის შვილი, დათო ორდენიძე იხსენებს, რომ შინაგან საქმეთა სამინისტროში მუშაობა 2002 წლიდან დაიწყო. 2008-დან 2012 წლამდე რუსთავის კრიმინალურ პოლიციას ხელმძღვანელობდა, ახალი ხელისუფლების პირობებში კი 2013 წელს გენერალურ ინსპექციაში გადავიდა, რომლის უფროსადაც 2014 წელს იოსებ გოგაშვილი დაინიშნა. ჰყვება, რომ სწორედ გოგაშვილის ბრძანებით ის სამსახურიდან პოლიტიკური ნიშნით გაათავისუფლეს როგორც ამ, ისე მომავალი სამსახურებიდანაც, მათ შორის სამხედრო და ფინანსური პოლიციიდან. რის შემდეგაც მათ გოგაშვილთან შეხვედრა განიზრახეს. ამის შემდეგ კი საქმეში კახა კალაძის მამა, კარლო კალაძე გამოჩნდა, რასაც ივანიშვილის ძმების გამოჩენაც მოჰყვა.