ფილმი “სხვისი ცხოვრება” – “გირჩი-მეტი თავისუფლების” პერფორმანსი და დაპირისპირება ქუთაისში

210

ქუთაისში, სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის შენობასთან პარტია “გირჩი – მეტი თავისუფლების” აქცია-პერფორმანსს ხმაური და დაპირისპირება მოჰყვა. ინფორმაციას მთავარი ავრცელებს.

პარტიის წარმომადგენლებს სუს-ის შენობასთან ფილმის “სხვისი ცხოვრება” ჩვენება სურდათ, თუმცა სამართალდამცველებმა ამის საშუალება არ მისცეს. მათ ადგილზე შეკრებილებს განუმარტეს, რომ ფილმის ჩვენება მიმდებარედ, უნივერსიტეტის ტერიტორიაზე შეეძლოთ, თუმცა ამის შესაძლებლობა არც უნივერსიტეტის დაცვის თანამშრომლებმა მისცეს.

საბოლოოდ, დაპირისპირების მიუხედავად, “გირჩმა” ფილმის ჩვენება მაინც მოაწყო. ამ ფორმით მათ სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის მხრიდან უკანონო ფარული მიყურადება გააპროტესტეს.

ცნობისთვის, 13 სექტემბერს, ინტერნეტსივრცეში ფარული მიყურადების შესახებ მორიგი ინფორმაცია გავრცელდა. ჩანაწერები 2014-2021 წლებს მოიცავს.