თავდასხმები „ნაციონალური მოძრაობის“ მხრიდან ხორციელდება, – ამის შესახებ პარტია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარე, ირაკლი კობახიძემ ჟურნალისტებს განუცხადა.
მან პარტიის წარმომადგენლებს მოუწოდა, თავი შეიკავონ პროვოკაციებისგან.
„გუშინ კასპში ჰქონდათ ასეთი თავდასხმა და პროვოკაცია, მანამდე ბათუმში, ხელვაჩაურში, ნიკანორ მელიამ რა გააკეთა ყველამ კარგად ვნახეთ და ა.შ. ეს თავდასხმები ეკუთვნის „ნაციონალურ მოძრაობას“ და მათ მოვუწოდებ, თავი შეიკავონ ასეთი პროვოკაციებისგან. ამ პროვოკაციებს პირველ რიგში, ხალხი გასცემს პასუხს 2 ოქტომბერს. რაც მეტი იქნება პროვოკაცია, მით უფრო მკაცრი იქნება საზოგადოების პასუხი“, – განაცხადა კობახიძემ.