ავთანდილ თალაკვაძე: ჩვენი პროგრამა და 8 პუნქტიანი გეგმა ოზურგეთისთვის, რომელიც მორგებულია მუნიციპალიტეტის საჭიროებებზე, სულ უფრო მეტი ადამიანის მხარდაჭერით სარგებლობს

705

“ქართული ოცნების“ ოზურგეთის მერობის კანდიდატი ავთანდილ თალაკვაძე წინასაარჩევნო კამპანიის ფარგლებში ოზურგეთის სოფლებში დვაბზუს და ბახვის მოსახლეობას შეხვდა.

პრესსამსახურის ინფორმაციით, მერობის კანდიდატმა შეხვედრებზე საზოგადოებას საარჩევნო პროგრამა წარუდგინა და სამომავლო გეგმები გააცნო.

„ჩვენი პროგრამა და 8 პუნქტიანი გეგმა ოზურგეთისთვის, რომელიც მორგებულია მუნიციპალიტეტის საჭიროებებზე – სულ უფრო მეტი ადამიანის მხარდაჭერით სარგებლობს. წყლით მომარაგების პრობლემების მოგვარება; სოციალური ინფრასტრუქტურის განახლება – გზების მოწესრიგება; სოფლის მეურნეობის სფეროში ახალი პროექტების ხელშეწყობა; ისტორიული ადგილების რეაბილიტაცია და საზოგადოებრივი სივრცეების მოწყობა. სხვა ამოცანებთან ერთად, ეს პრიორიტეტები განსაკუთრებით მნიშვნელოვანი იქნება მომდევნო 4 წლის განმავლობაში. ერთად გავიმარჯვებთ ოზურგეთისთვის“ , – განაცხადა ავთანდილ თალაკვაძემ.