საფეხბურთო მოედანი, რომელიც ფეხბურთელებისთვის, შესაძლოა, საშიში იყოს. ასეთი სპორტული არენა ზუგდიდში შენდება. სათამაშო მოედანი ბეტონის კედლით არის შემოსაზღვრული. მართალია, ზუგდიდის ქალაქმშენებლობის სამსახურში აცხადებენ, რომ პროექტი უეფას სტანდარტებს აკმაყოფილებს, თუმცა, ასე არ ფიქრობენ ექსპერტები.
წყარო: ტელეკომპანია “იმედი”