“ქართული ოცნების” მერობის კანდიდატი კენჭისყრის დღეს ოპოზიციის მხრიდან შესაძლო პროვოკაციებზე საუბრობს. ვლადიმერ ხინჩეგაშვილი არ გამორიცხავს, რომ მის წინააღმდეგ ადგილი ჰქონდეს “თამაშის ბინძური წესების” გამოყენებას ოპოზიციური ძალების მხრიდან.
“სიმართლე გითხრათ არჩევნებზე სხვადასხვა პროვოკაციას არ გამოვრიცხავ. არც იმას გამოვრიცხავ , რომ ოპოზიციურმა ძალებმა თამაშის ბინძურუ წესები აირჩიონ. მე ” ბინძური მეთოდებით” ბრძოლას ნამდვილად არ ვაპირებ. ჩემი იარაღი, მხოლოდ გულწრფელობა, მშობლიური გორის და გორელების დიდი სიყვარული და მათ სამსახურშიყოფნის სურვილია”, – ამბობს ლადო ხინჩეგაშვილი.