მიშა ბოლქვაძე: ხელვაჩაურში ჯანმრთელი ადამიანები გადასატანი ყუთით მოსარგებლეთა სიაში არიან

294

ხელვაჩაურის მერობის კანდიდატი “ნაციონალური მოძრაობიდან”, მიშა ბოლქვაძე სკანდალურ ვიდეომტკიცებულებებს აქვეყნებს.

მასალებით ირკვევა, რომ ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტში მცხვორებ 50-მდე ადამიანს, რომლებიც დარეგისტრირებულები არიან გადასატანი ყუთით მოსარგებლეთა სიაში, ჯანმრთელობის პრობლემები არ აქვთ, თავისუფლად გადაადგილდებიან და ზოგიერთი მათგანი სახლშიც კი არ იყო.

ადგილობრივები ადასტურებენ, რომ ისინი გადასატანი ყუთით მოსარგებლეთა სიაში “ქართული ოცნების” კოორდინატორებმა დაარეგისტრირეს.

“5-მდე უბანი იქნა შესწავლილი და 45 ადამიანი ჩვენ გვყავს გადაღებული, რომლებიც არიან ჯანმრთელები და შეუძლიათ გადაადგილება ბოსტნებში, ყანებში არიან დაფიქსირებული. ეს არის პირდაპირი მტკიცებულება, როგორ ცდილობს “ოცნება” გააყალბოს მტკიცებულებები გადასატანი ყუთის მეშვეობით. მოვუწოდებთ ცესკო-ს საოლქო კომისიას, 29-მდე გაქვთ ვადა, ამოიღოთ და ამოიღეთ ეს ჯანმრთელი ადამიანები, წინააღმდეგ შემთხვევაში, მივმართავთ პროკურატურას”, – ამბობს მიშა ბოლქვაძე. 

ცნობისთვის, ხელვაჩაურის 83-ე საოლქო კომისიამ 40-ზე მეტ ოჯახში ამომრჩევლები გადასატან ყუთებში დაარეგისტრირა.