კალაძე: დარწმუნებული ვარ, არჩევნები პირველივე ტურში დამთავრდება

633

ყველაფერი თბილისელებზეა დამოკიდებული – დღევანდელი მონაცემითა და მხარდაჭერით დარწმუნებული ვარ, რომ არჩევნები პირველივე ტურში დამთავრდება, – ამის შესახებ „ქართული ოცნების“ თბილისის მერობის კანდიდატმა კახა კალაძემ „პალიტრანიუსის“ გადაცემაში „თავისუფალი სტუდია“ განაცხადა.

რაც შეეხება კითხვას, თუ როგორ შეაფასებს მისი კონკურენტების, მათ შორის ნიკა მელიას და გიორგი გახარიას საარჩევნო კამპანიას, კალაძე პასუხობს, რომ ამ ადამიანების კამპანიის შეფასების სურვილი არ აქვს.

„არ ვიცი, მე მგონი, ეს ადამიანები საერთოდ არ ატარებენ საარჩევნო კამპანიას და არც მაქვს სურვილი ვისაუბრო ამ ადამინების კამპანიაზე ან შეფასებები გავაკეთო. მე ვარ ქალაქის მოქმედი მერი, დარწმუნებული ვარ თბილისელების მხარდაჭერასა და თანადგომაში და აუცილებლად გავიმარჯვებთ. შესაბამისად, ვალდებული ვარ, საზოგადოებას ვესაუბრო მხოლოდ მომავალზე და იმ გასაკეთებელ პროექტებზე, რაც ჩემს გუნდს აქვს დაგეგმილი მომდევნო წლების განმავლობაში“, – აცხადებს კალაძე.

მისი თქმით, საზოგადოება გადაწყვეტს ვის მეტი მხარდაჭერა ექნება, ხოლო, დღეის მდგომარეობით მისი ყველაზე დიდი მოწინააღმდეგე არსებული პრობლემებია, რომელიც თბილისში მცხოვრებლებს აწუხებთ.