ოზურგეთის მუნიციპალიტეტში “ქართული ოცნება” მოპარული ხრეშით სოფლებში ამომრჩევლების მოსყიდვას განაგრძობს. ამის შესახებ გურიის მოამბე წერს.
მიუხედავად იმისა, რომ ერთი კვირის წინ, ჟურნალისტებმა ქალაქ ოზურგეთში აღმოაჩინეს უკანონო კარიერი, საიდანაც სახელისუფლებო პარტიას დიდი ოდენობით ინერტული მასალა გააქვს და რომლითაც შემდგომ ამომრჩევლის მოსყიდვის მიზნით ხდება სოფლებში გზების მოხრეშვა, არც გარემოს დაცვის დეპარტამენტს და არც სხვა სახელისუფლებო დაწესებულებებს არანაირი რეაგირება არ მოუხდენიათ.
ფეისბუკის საკუთარ გვერდზე მთავარი ოპოზიციური პარტიის “ნაციობალური მოძრაობის” ერთ -ერთი ლიდერი, ბესო ქათამაძე დაბა ლაითურიდან სურათებს აქვეყნებს, სადაც “ქართულმა ოცნებამ” მოპარული ქვიშა ხრეშით გზები მოაშანდაკა:
“ოზურგეთი დაბა ლაითური, წინაასაარჩევნოდ ქართული ოცნების მიერ შიდა გზის მოსწორებითი სამუშაოების ჩატარების შედეგი გასაოცარია. ყოჩაღ ქოცებო მოქვიანებისთვის,”- წერს ქათამაძე.