საჩხერის მუნიციპალიტეტის მერობისთვის ორი პარტიის წარმომადგენელი იბრძვის – „ნაციონალური მოძრაობიდან“ ირინე გრძელიშვილი და „ქართული ოცნებიდან“ ლევან ივანაშვილი. ამის შესახებ ჩემი ხარაგაული წერს.
ირინე გრძელიშვილი 1966 წელს საჩხერეში დაიბადა. ის პროფესიით ზოოინჟინერია. 1996 -2015 წლებში იყო საჩხერის ადმინისტრაციული ერთეულის თანამშრომელი სხვადასხვა თანამდებობებზე. 2016 წლიდან არის „ნაციონალური მოძრაობის” საჩხერის ქალთა რაიონული ორგანიზაციის თავმჯდომარე.
„ქართული ოცნების“ მერობის კანდიდატი ლევან ივანაშვილი 2017 წლიდან საჩხერის მუნიციპალიტეტის საკრებულოს მოქმედი თავმჯდომარეა. ის პროფესიით სამართალმცოდნეა. 2013-14 წლებში იყო ჭორვილას სკოლის დირექტორი, მოგვიანებით – „ქართული ოცნება – დემოკრატიული საქართველოს“ საჩხერის რაიონული ორგანიზაციის თავმჯდომარე.