ხმაური და დაპირისპირება ბათუმში, გოგოლის ქუჩაზე, სადაც კომპანიამ კორპუსები უნებართვოდ ააშენა

391

ხმაური და დაპირისპირება იყო ბათუმში, გოგოლის ქუჩაძე, სადაც 7 მრავალსართულიანი კორპუსი კომპანიამ უნებართვოდ ააშენა.  ოპოზიციური პარტიების წარმომადგენლები უკანონო მშენებლობას აპროტესტებს. ინფორმაციას აჭარის ტელევიზია ავრცელებს.

ცოტახნის წინ სიტყვიერი დაპირისპირება მოხდა ოპოზიციასა და მშენებლობის ზედამხედველებს შორის. გოგოლის ქუჩაზე მობილიზებულია პოლიცია.

“სიღატაკის ზღვარს ქვემოთ მყოფ საქართველოს მოქალაქეებს უნგრევენ საცხოვრებელ სახლებს, როცა უნებართვოდ აქვთ აივანი მიშენებული უნგრევენ და ამ დროს გაურკვეველი ტიპის, გასაიდუმლოებული, ყაზარმული შენობები შენდება ბათუმში. მერიაც ადასტურებს, რომ ეს არის უკანონო მშენებლობა და კიდევ მოქალაქეები ვდგებით დისკრიმინაციულ, ჩაგრულ პოზიციაში ხელისუფლების მხრიდან.

გამოვიდნენ და გვითხრან  შესაბამისმა ორგანოებმა რა არის ეს, ამ ყაზარმულ შენობებში რა უნდა გაკეთდეს” კვლევითი ლაბორატორია უნდა გაკეთდეს, სამხედრო კვლევითი ცენტრია თუ რა არის? სიტყვიერი დაპირისპირება გამოიწვია იმან, რომ ჩვენ გვაქვს პროტესტი, ვიძახებთ აქ შესაბამის ორგანოებს, რომლებიც ადასტურებენ, რომ არის უკანონობა, თუმცა ვერ აჩერებენ, იმიტომ, რომ თავზე გადაგვახიენ ამათ საქართველოს კანონმდებლობა, კონსტიტუცია და ყველანაირი კანონი”- განაცხადა გენრი დოლიძემ.

უკანონო მშენებლობის შესახებ ცნობილი რამდენიმე დღის წინ გახდა. ამის შესახებ ოპოზიციური პარტიის ლიდერმა ისაუბრეს.

ბათუმის მერიამ თქმა, რომ კომპანიას მშენებლობის უფლება არ ჰქონდა.

”მეტრო ჰოლდინგის” უსაფრთხოების სამსახურის უფროსი კი განაცხადა, რომ ისინი გოგოლის ქუჩაზე 2 500 ნომრიან სასტუმროს აშენებდნენ.