მუდმივად გვესმის ასეთი ბრალდებები, თუმცა, საბოლოდ, არასდროს მტკიცდება, – ასე გამოეხმაურა „ქართული ოცნების“ თავმჯდომარე, ირაკლი კობახიძე „მესამე ძალა-სტრატეგია აღმაშენებლის“ ლიდერის გიორგი ვაშაძის განცხადებას, რომლის თქმით, მათი პარტიის მაჟორიტარობის კანდიდატი, ნიკა საკანდელიძე უკანონოდ გაიტაცეს რამდენიმე საათის განმავლობაში და მუქარის, ზეწოლის შედეგად აიძულეს, რომ კანდიდატურა მოეხსნა.
ირაკლი კობახიძის თქმით, თუ ვინმეს კანონდარღვევის დამადასტურებელი მტკიცებულება გააჩნია, შესაბამის ორგანოს უნდა მიმართოს.
„ასეთი ბრალდებები მუდმივად ისმის ყოველი არჩევნების წინ. თუ ვინმეს აქვს რაიმე ფაქტი და სადმე კანონდარღვევა არის, ნებისმიერმა ასეთმა პირმა უნდა მიმართოს შესაბამის სამართალდამცავ უწყებებს და იქ გაირკვევა ყველაფერი. ბუნებრივია, მე რაიმე კომენტარის გაკეთება გამიჭირდება. ჩვენ მუდმივად გვესმის ასეთი ბრალდებები, თუმცა, საბოლოდ, ეს ბრალდებები არასდროს მტკიცდება. ეს არის მარტივი რეალობა“,- განაცხადა კობახიძემ.
ცნობისთვის, „მესამე ძალა-სტრატეგია აღმაშენებლის“ ლიდერი გიორგი ვაშაძე აცხადებს, რომ ბაში-იანეთში მათი პარტიიდან მაჟორიტარობის კანდიდატი, ნიკა საკანდელიძე უკანონოდ გაიტაცეს რამდენიმე საათის განმავლობაში და მუქარის, ზეწოლის შედეგად აიძულეს, რომ კანდიდატურა მოეხსნა.
როგორც მან ოფისში განაცხადა, აღნიშნულ დანაშაულში სავარაუდოდ ჩართული იყვნენ „ქართული ოცნების“ წარმომადგენლები. ვაშაძე მომხდართან დაკავშირებით პასუხისმგებელი პირების იდენტიფიცირებას და მათ დასჯას მოითხოვს.