“ლელოს” თბილისის მერობის კანდიდატი ანა ბიბილაშვილი თბილისში არსებულ მძიმე სოციალურ ფონზე საუბრობს.
ბიბილაშვილი აცხადებს, რომ კალაძემ ადამიანები დაივიწყა და მედიკამენტებისა და საცხოვრებელი ადგილის გარეშე დატოვა.
ბიბილაშვილი არსებულ სიტუაციაში თბილისის მოქმედი მერისა და ყოფილი პრემიერის პასუხისმგებლობას ხედავს.
“დღეს მთელი დღის განმავლობაში თბილისის სხვადასხვა უბნებში შევხვდით ადამიანებს და მოვისმინეთ მათი ისტორიები. მოვისმინეთ ის რაც ისედაც კარგად ვიცით, ის პრობლემები რომლებიც არსებობს. შევხვდით ქალბატონს, რომელაც აქვს მძიმე დაავადება და მერიამ მიატოვა. გამგეობაში შეიტანეს განცხადება, რომ დაეფინანსებინათ საცხოვრებელი ადგილი, რაზეც უარი მიიღო. უარი მიიღო მედიკამენტების დაფინანსებაზეც. ადამიანებს აწუხებთ, თუ როგორი მომავალი ექნება ამ ქალაქს და ქვეყანას “ ქართული ოცნების” ხელში.
ჩვენ ასევე შევხვდით ბატონ ნოდარს, რომელიც ომის ვეტერანია, ისიც ასევე მიატოვა სახელმწიფომ. ის პენსია რომელსაც მათ უხდიან არის შეურაცხყოფა, ეს არის მაგალითი როგორ ექცევიან ადამიანებს ამ ქვეყანაში. დღეს ისინი არაფერს არ ელოდებიან ამ ქვეყნისგან გარდა იმისა რომ ჩვენ ვიბრძოლოთ ამ ქვეყნისთვის. ვიბრძოლოთ მომავლისთვის.
დღეს ვიყავით გლდანში ბაზრობაზე, სადაც ადამიანები ვნახეთ და გვითხრეს თუ რამდენ გაჭირვებულს ხედავენ ყოველდღე. ამ ყველაფერს ვერც კალაძე და გახარია ვერ ხედავს, რომელმაც დღეს აღმოაჩინა თბილისის ერთ-ერთი ქუჩა.
ანა ბიბილაშვილის თქმით ქვეყნისა და ქალაქის მომავლის კეთილდღეობისათვის საჭიროა შესაბამისმა ადამიანებმა აიღონ მმართველობა. ასეთი ადამიანები კი “ლელოში” არიან.
“ლელოს” აქვს პროგრამა, ხედვა და ძალა თუ როგორ შევცვალოთ ეს ქვეყანა და თბილისი. ჩვენ გვაქვს იდეა, როგორ შევცვალოთ თბილისი და ეს იდეა არის ადამიანის ქალაქი, ადამიანებზე მორგებული ქალაქი. ჩვენ ერთად შეგვიძლია თითოეულ თქვენგანზე ზრუნვა. 2 ოქტომბერს ჩვენ ავირჩევთ ქვეყანას, ჩვენი შვილების და მომავლისათვის,” – აღნიშნა ბიბილაშვილმა.