„ევროპული საქართველოს“ ლიდერებმა ამბროლაურში, მერობის კანდიდატი მაია კაციტაძე და ლენტეხი, ონი, ცაგერში მერობის, მაჟორიტარობისა და საკრებულოს დეპუტატობის კანდიდატები წარადგინეს

363

„ევროპული საქართველოს“ ლიდერებმა ამბროლაურში, მერობის კანდიდატი მაია კაციტაძე და ლენტეხი, ონი, ცაგერში მერობის, მაჟორიტარობისა და საკრებულოს დეპუტატობის კანდიდატები წარადგინეს.

„ევროპული საქართველოს“ გენერალური მდივნის, აკაკი ბობოხიძის განცხადებით, მოქალაქეებმა ამ არჩევნებზე მაქსიმალურად უნდა იაქტიურონ, რადგან „ერთადერთი შანსი, რამაც შეიძლება „ქართული ოცნება“ გადაარჩინოს, მოქალაქეების პასიურობაა“.

„ყველამ ძალიან კარგად ვიცით 2 ოქტომბრის მნიშვნელობა, რომ არა „ქართული ოცნება“ და მისი მოშორების საჭიროება ქვეყნისთვის, დღეს ჩვენ უნდა ვლაპარაკობდეთ რეგიონალური და მუნიციპალური განვითარების გეგმებზე, იმ გეგმებსა და ხედვებზე, რომლებიც თითოეულ თქვენთაგანს, ჩვენს პოლიტიკურ გუნდს აქვს ამა თუ იმ კუთხის, ამა თუ იმ რეგიონის, ამა თუ იმ მუნიციპალიტეტის განვითარებისთვის, მაგრამ, სამწუხაროდ, დღეს ქვეყანა არის მდგომარეობაში, როდესაც ყველას ერთად გვაერთიანებს არა მხოლოდ ის, თუ როგორ უნდა ავაშენოთ ქვეყანა, არამედ, პირველ რიგში, ის თუ როგორ მოვაშოროთ სახელმწიფოს ის პრობლემა, რომელსაც „ქართული ოცნება“ ჰქვია სახელად. მით უმეტეს ამ პანდემიის პირობებში, თქვენ ხართ ადამიანები, რომლებსაც გეკისრებათ განსაკუთრებული როლი, რომ თითოეულ მოქალაქემდე მიიტანოთ ამ აუცილებლობისა და საჭიროების მნიშვნელობა. თქვენ ხართ ადამიანები, რომლებიც ხართ ბრძოლის, ფრონტის წინა ხაზზე, რომელმაც ჩვენს მოქალაქეებთან უნდა შექმნან განცდა და განწყობა, უნდა დააჯერონ და დაარწმუნონ, რომ 2 ოქტომბრის არჩევნებში მივიღოთ აქტიური მონაწილეობა, იმიტომ რომ ერთადერთი შანსი, რამაც შეიძლება გადაარჩინოს „ქართული ოცნება“ ეს არის მხოლოდ მოქალაქეების პასიურობა. არანაირი სხვა შანსი გადარჩენის „ქართულ ოცნებას“, ჩემი აზრით, ამ არჩევნებზე არ გააჩნია“, – განაცხადა ბობოხიძემ.