UNICEF-ი ქვეყნებს მოუწოდებს, სკოლებში სასწავლო პროცესი რაც შეიძლება მალე აღადგინონ

349

გაეროს ბავშვთა ფონდი UNICEF-ი ქვეყნებს მოუწოდებს, სკოლებში სასწავლო პროცესი რაც შეიძლება მალე აღადგინონ. ამის შესახებ ინფორმაციას reuters-ი ავრცელებს.

მედიასაშუალების ცნობით, იუნისეფის ანგარიშში ნათქვამია, რომ პედაგოგების ვაქცინაცია ყველა ქვეყნის მთავრობისთვის პრიორიტეტი უნდა იყოს.

ამასთან, დოკუმენტის თანახმად, ანგარიშში აღნიშნულია, რომ მსოფლიოს ქვეყნების დაახლოებით 27%-ში სკოლები ნაწილობრივ ან სრულად დახურულია.

ორგანიზაციაში მიიჩნევენ, რომ სასწავლო დაწესებულებები არის ის ადგილი, რომელიც ყველაზე ბოლოს უნდა დაიხუროს.