“დავსხდეთ, თბილისზე ვიდებატოთ და მერე პირობას გაძლევ, რომ აირჩიე სტადიონი და ნებისმიერ სტადიონზე ფეხბურთში შეგეჯიბრები”, – თბილისის მერობის დამოუკიდებელი კანდიდატი, ალეკო ელისაშვილი თავის კონკურენტს, კახა კალაძეს დებატებში კიდევ ერთხელ იწვევს.
ელისაშვილის თქმით, აუცილებელია, რომ მერობის კანდიდატები ტელედებატებში შეხვდნენ ერთმანეთს, რადგან აქ თანაბარი მოცემულობაა და არ აქვს მნიშვნელობა ვინ უფრო მდიდარია ან ღარიბია. მისივე თქმით, ის მთელი ცხოვრება თბილისის პრობლემების კვლევით იყო დაკავებული.
ელისაშვილის ამბობს, რომ მისი “მთავარი კონკურენტი” საქართველოს სპორტის ისტორიაში ერთ-ერთი საუკეთესო სპორტსმენია და ფეხბურთში მასთან შეჯიბრს არასდროს დასთანხმდებოდა:
“მაგრამ მე ფეხბურთელობას არ ვაპირებ და კახი აპირებს თბილისის მერობას.”