თელავის 24-საათიანი წყალმომარაგებისთვის სისტემების მშენებლობა დაიწყო

742

წყალმომარაგების კომპანიამ თელავის წყლის სისტემის მშენებლობის მეორე ეტაპი დაიწყო.

კომპანიის პრესსამსახურის ცნობით, თელავის უწყვეტი წყალმომარაგების უზრუნველყოფისთვის გათვალისწინებულია ქალაქის 79 კმ ქსელის მოწყობა. პროექტის ფარგლებში, ასევე რეაბილიტირდება 5 არსებული და აშენდება 3 ახალი ჭაბურღილი, მოეწყობა რეზერვუარები და სისტემების მართვის თანამედროვე სისტემა.

მათი ინფორმაციით, სამუშაოები დაახლოებით 15 თვე გაგრძელდება.

„პროექტს აზიის განვითარების ბანკის დაფინანსებით დაახლოებით 24 მილიონი ლარი მოხმარდება. სამუშაოებს კახეთის სახელწმიფო რწმუნებული, ირაკლი შიოშვილი წყალმომარაგების კომპანიისა და კონტრაქტორი კომპანიის წარმომადგენლები გაეცნენ“, – აღნიშნულია ინფორმაციაში.