ონს მალე ახალი საზოგადოებრივი სივრცე ექნება

511

ონს მალე ახალი საზოგადოებრივი სივრცე ექნება.

მუნიციპალიტეტის მერიის ინფორმაციით, რაჭა-ლეჩხუმ-სვანეთის მაჟორიტარმა დეპუტატმა, გოჩა ენუქიძემ, ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებთან ერთად დღეს გიგა ჯაფარიძის სახელობის ბულვარის სარეაბილიტაციო სამუშაოები დაათვალიერა, რომელიც ინტენსიურ რეჟიმში ხორციელდება და ქალაქ ონში ახალი, კეთილმოწყობილი რეკრეაციული სივრცის შექმნას უზრუნველყოფს.

დეპუტატის ინფორმაციით, პროექტის სამშენებლო სამუშაოებს, რომლის ღირებულებაც 664 624 ლარს შეადგენ, შპს ,,იერი” ახორციელებს.

“მიხარია, რომ ჩვენი გუნდის პირობებში რეგიონის მასშტაბით არაერთი მნიშვნელოვანი ინფრასტრუქტურული პროექტი უკვე განხორციელდა, ბევრი მათგანი კი დასრულების ეტაპზეა. მოსახლეობის სოციალურ-ეკონომიკური მდგომარეობის გაუმჯობესებისთვის, ინფრასტრუქტურული პროექტების განხორციელება მომავალშიც აქტიურად გაგრძელდება”, – განაცხადა გოჩა ენუქიძემ.