გიორგი ვაშაძემ და პაატა მანჯგალაძემ სამტრედიის მაჟორიტარი კანდიდატები და გუნდის სიის ათეულის წევრები წარადგინეს

325

„მესამე ძალა-სტრატეგია აღმაშენებელის“ ლიდერებმა, გიორგი ვაშაძემ და პაატა მანჯგალაძემ სამტრედიის მაჟორიტარი კანდიდატები და გუნდის სიის ათეულის წევრები წარადგინეს.

როგორც გიორგი ვაშაძემ წარდგენისას განაცხადა, „მესამე ძალა-სტრატეგია აღმაშენებელმა“ პარტიის წარმომადგენლებად ღირსეული ადამიანები შეარჩია.

„ბრძოლაში, რომელშიც ვიმყოფებით, სამტრედიის რაიონში, ჩვენს წარმომადგენლებად ღირსეული ადამიანები შევარჩიეთ, ახლა მინდა ეს ადამიანები წარმოგიდგინოთ და მათი მხარდაჭერა გთხოვოთ. ეს არის ხალხი, ვისაც უყვარს საკუთარი რაიონი, ქვეყანა, საქმის კეთება და ასეთი ადამიანები მინდა წარმოგიდგინოთ:

მამუკა ნიკოლეიშვილი – სამტრედიაში „მესამე ძალის“ სიის პირველი ნომერი, გომი-ოფეთის მაჟორიტარობის კანდიდატი;

ალექსანდრე დგებუაძე – სამტრედიის საკრებულოს წევრი, ეკონომისტი;

ცირადვალიშვილი – ჩვენი ქალთა ფრთის ღირსეული წარმომადგენელი, სამოქალაქო სამართლის სპეციალისტი;

ოლეგთავაძე – მაჟორიტარობის კანდიდატი საჯავახო გორმაღლის მაჟორიტარულ ოლქში;

პაატა კიკაჩეიშვილი – სამტრედიის მეორე საარჩევნო ოლქში, „მესამე ძალის“ მაჟორიტარობის კანდიდატი;

კობა კანდელაკი – ნაბაკელის თემის მაჟორიტარობის კანდიდატი, პროფესიით ავტოინჟინერი;

ნიკა საკანდელიძე – მაჟორიტარობის კანდიდატი;

დიმიტრი ქართველიშვილი – ქალაქის მესამე საარჩევნო ოლქში „მესამეძალის“ მაჟორიტარობის კანდიდატი;

რატი გოგუა – საზღვაო სატრანსპორტო ლოჯისტიკის სპეციალისტი”, – განაცხადა გიორგი ვაშაძემ.