2017 წელს წინასაარჩევნოდ კახა კალაძის გუნდმა მოსახლეობას “ხრუშჩოვკების” ჩანაცვლების პროექტი შესთავაზა. კალაძის მერად არჩევიდან რამდენიმე თვეში პროექტზე პირველი ინტერესთა გამოხატვა გამოცხადდა, თუმცა, მშენებელი კომპანიები პროექტით არ დაინტერესდნენ. ამის შესახებ ბიზნეს მედია წერს.
მეორე ინტერესთა გამოხატვაში კი გამარჯვებულად კომპანია არქის შვილობილი შპს “ვარკკეთილი დეველოპენტი” გამოცხადდა, რომელსაც თბილისის მერიამ ნაკვეთი სიმბოლურ ფასად, 1 ლარად გადასცა.
როგორც კომპანია “არქის” გენერალური დირექტორი შიო ხეცურიანი ამბობს, პროექტი აქტიურ ფაზაშია და მერიასთან შეთანხმების შესაბამისად ბინების ჩაბარება მომავალი წლის ზაფხულში მოხდება.
“პირველი კორპუსი დასრულებასთან ძალიან ახლოს არის და მალე დასრულდება. მეორე და მესამე კორპუსების მშენებლობაც აქტიურ ფაზაში მიმდინარეობს. მერიასთან გვაქვს ვალდებულება, რომ მომავალი წლის ზაფხულში იმ მოსახლეობისთვის, რომელთათვისაც ბინების ჩანაცვლება უნდა მოხდეს, ჩაბარდეს საცხოვრებელი სახლები. გარდა იმისა, რომ პროექტი არის სოციალური პასუხისმგებლობის ნაწილი, ასევე არის ბიზნეს შეთანხმება. კომპანია “არქიმ” აღნიშნული შეთავაზება ორივე ჭრილში განიხილა და შესაბამისად მიიღო გადაწყვეტილება.”-აცხადებს კომპანია “არქის” გენერალური დირექტორი.
ცნობისთვის, კალაძის განმარტებით, თბილისში ავარიული ხუთსართულიანი სახლების ნაცვლად, ახალი რვასართულიანი კორპუსები აშენდება.