„ქვეყანაში ეპიდემიოლოგიური მდგომარეობის გაუმჯობესების გარეშე შესაძლოა სასწავლო პროცესი კვლავ დისტანციური იყოს“, – ამის შესახებ თბილისის ინფექციური საავადმყოფოს ეპიდემიოლოგმა, ოთარ ჩოკოშვილმა „ქრონიკას“ განუცხადა.
ამასთან, ეპიდემიოლოგების რეკომენდაციაა, რომ სწავლა იმ სკოლებში დაიწყოს, სადაც მასწავლებელთა 80%-ია აცრილი. „ჩვენ სიფრთხილეს ვიჩენთ იმისთვის, რომ შემდგომი გართულებები და ინფექციის კიდევ უფრო გავრცელება თავიდან ავიცილოთ. სასწავლო პროცესი დისტანციური მანამდე იქნება, ვიდრე ეპიდემიოლოგიური ვითარება არ გაუმჯობესდება“, – აღნიშნა ოთარ ჩოკოშვილმა.