გორის მერობის კანდიდატის 13 ბანერისთვის “ქართული ოცნება” 76 467 ლარს ხარჯავს

679

„ქართული ოცნება” გორის მერობის კანდიდატის ვლადიმერ ხინჩეგაშვილის სარეკლამო ბანერებისთვის 76 467 ლარს ხარჯავს, – ამის შესახებ პარტიამ ინფორმაცია სახელმწიფო აუდიტის სამსახურს წარუდგინა. ანგარიში, რომელიც “ქართულმა ოცნებამ” აუდიტს წარუდგინა 2 აგვისტოდან 22 აგვისტომდე პერიოდს მოიცავს. ინფორმაციას რადიო მოზაიკა ავრცელებს.

აღნიშნულ პერიოდში, პარტიამ ვლადიმერ ხინჩეგაშვილის 13 ბანერის განთავსებისთვის 76 467 ლარი გადაიხადა. “ქართულმა ოცნებამ” თანხა შპს “ალმას” გადაურიცხა.

18 კვ.მ სიდიდის ბანერის განთავსებისთვის პარტია 2 390 ლარს იხდის, ხოლო 36 კვადრატულისთვის 4 779 ლარს.

ხელშეკრულების მიხედვით, ბანერები მიმდინარე წლის 18 აგვისტოდან 2 ოქტომბრის ჩათვლით იქნება გორის ქუჩებში განთავსებული.