ქალაქ გურჯაანის #1 მაჟორიტარულ ოლქში სამი კანდიდატია. ინფორმაციას გურჯაანის ტელევიზია ავრცელებს.
ეს კანდიდატები არიან: ,,ქართული ოცნებიდან” ცნობილი პედიატრი ნაირა სეხნიაშვილი, ,,ნაციონალური მოძრაობიდან” რაიონული ორგანიზაციის თავმჯდომარე თემურ ბუწაშვილი და ,,გახარია- საქართველოსთვის” პარტიიდან სიმონ ქოჩორაშვილი. სასურველ კანდიდატს #1,#2 და 47-ე უბანზე რეგისტირებულმა ამომრჩევლებმა უნდა მისცეს ხმა.