ქალაქ ზუგდიდში, მაცხოვრისკარის ადმინისტრაციულ ერთეულში, ,,აწარმოე საქართველოს“ ფარგლებში, საყოფაცხოვრებო სარეცხი საშუალებების ახალი საწარმო გაიხსნა. ინფორმაციას ზუგდიდის მუნიციპალიტეტი ავრცელებს.
საწარმოში 15 ადგილობრივია დასაქმებული. წარმოებული პროდუქცია კი ადგილობრივ ბაზარზე გაიყიდება.
ახალი საწარმოს გახსნას ზუგდიდის მუნიციპალიტეტის გამგებელი ლაშა გოგია, ქალაქ ზუგდიდის მერის პირველი მოადგილე გია გულორდავა და ქალაქ ზუგდიდის საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილე თაზო ფაცაცია ესწრებოდნენ.
ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლებმა საწარმო დაათვალიერეს და სამუშაო პროცესს გაეცნენ.