ვირუსის გავრცელების პრევენციისა და მოქალაქეთა უსაფრთხოების უზრუნველყოფისთვის ჯანდაცვის სამინისტრომ სპეციალური პლატფორმა შექმნა

693

ვირუსის გავრცელების პრევენციისა და მოქალაქეთა უსაფრთხოების უზრუნველყოფისთვის ჯანდაცვის სამინისტრომ სპეციალური პლატფორმა შექმნა. ამის შესახებ ინფორმაციას შრომის ინსპექცია ავრცელებს.

მათივე ცნობით, ახალი პლატფორმის მეშვეობით ადამიანის კოვიდსტატუსზე ინფორმაციის მიღება იქნება შესაძლებელი.

„კერძოდ, კოვიდსაშვით კომპანიები მათ ტერიტორიაზე დაშვების მსურველი ვიზიტორის კოვიდსტატუსის შემოწმებას შეძლებენ. ახალი პლატფორმის დანერგვის შესახებ საკოორდინაციო საბჭოს დასრულების შემდეგ ბრიფინგზე, შრომის ინსპექციის სამსახურის უფროსმა განაცხადა. ბექა ფერაძის განმარტებით, ბიზნესოპერატორები სტუმრის დასაშვებად სწორედ ამ აპლიკაციით იხელმძღვანელებენ, განისაზღვრება მწვანე ზონები და მოქალაქეები სასურველ სერვისს უსაფრთხოდ მიიღებენ. პლატფორმა საზოგადოებრივი ჯანმრთელობის დაცვის მიზნით შეიქმნა და მისი გაცნობა ბიზნეს სექტორისთვის უახლოეს დღეებში იგეგმება. ბიზნესოპერატორების მხრიდან აპლიკაციის გამოყენება სარეკომენდაციო ხასიათისაა”, – აღნიშნულია ინფორმაციაში.