კალაძე: „მეტი სიცოცხლე ყველა უბანში“ – ეს არ არის მხოლოდ სიტყვები, ამის უკან ბევრი, ძალიან ბევრი მნიშვნელოვანი პროექტი დგას

181

გუშინ თბილისელებს მე წარვუდგინე ჩემი საარჩევნო პროგრამა „მეტი სიცოცხლე ყველა უბანში“. ეს არ არის მხოლოდ სიტყვები, ამის უკან ბევრი, ძალიან ბევრი მნიშვნელოვანი პროექტი დგას. ამის უკან დგას „სიცოცხლით სავსე ქალაქის“ კონცეფცია, ძლიერი საფუძველი, რომელიც შეიქმნა ბოლო ოთხი წლის განმავლობაში, – ამის შესახებ თბილისის მერმა, კახა კალაძემ გადაცემაში „არჩევნები 2021“ განაცხადა.

„ბევრი მნიშვნელოვანი პროექტი განხორციელდა. ნებისმიერი მიმართულება შეგვიძლია ავიღოთ მაგალითად, გამწვანება, რეკერეაციული სივრცეები, ახალის კვერები, ახალი პარკები, მათი რეაბილიტაცია-განახლება, ახალი ავტობუსები, ძველი თბილისის რეაბილიტაცია, რომელიც ახლაც გრძელდება და მომავალშიც ერთ-ერთი პრიორიტეტი იქნება, ახალი ბაგა-ბაღების მშენებლობა. ბევრი კომპონენტია, რომელსაც შეიცავს ჩვენი საარჩევნო პროგრამა. გუშინ წარვადგინე 6 მთავარი მიმართულება, რომელზეც ვიმუშავებთ. ეს არის ურბანული პოლიტიკა, გარემოს პოლიტიკა, სოციალური და ჯანდაცვის მიმართულებები, სატრანსპორტო პოლიტიკა, ეს არის განათლება, კულტურა, ახალგაზრდობა, ეკონომიკა და ინფრასტრუქტურა. 9 სექტემბრიდან ვიწყებთ თითოეული მიმართულებაზე საზოგადოებისთვის დეტალურ წარდგენას თითოეული გეგმისა და პროექტის, რა გაკეთდება თითოეულ რაიონში, უბანსა და ქუჩაზე. ეს არის ჩვენი დამოკიდებულება, ყველა თბილისელს ეცოდინება დეტალურად ამ პროექტების შესახებ და ისინი იქნებიან ადამიანები, რომლებიც გააკონტროლებენ ამ ყველაფერს და ჩვენ ანგარიშს ჩავაბარებთ მათ. ამ 4 წლის განმავლობაში, ჩვენ ეს ურთიერთობა არ შეგვიწყვეტია. მაქსიმალურ კომუნიკაციაში ვართ მოსახლეობასთან. ვესაუბრებით გაკეთებულ პროექტებზე, რა სამუშაოებს ვიწყებთ, ვესაუბრებით გამოწვევებზე, პრობლემებზე, რა ვერ გავაკეთეთ, სად შევცდით და ა.შ.“ – განაცხადა კახა კალაძემ