“პატრიოტთა ალიანსის“ ოზურგეთის რაიონული ორგანიზაციის თავმჯდომარის, მირზა ჩხიკვიშვილის ინფორმაციით, თვითმმართველობის არჩევნებზე პარტიას მერობის კანდიდატი არ ეყოლება. ამის შესახებ გურიანიუსი წერს.
მირზა ჩხიკვიშვილის თქმით, ამ ეტაპზე “პატრიოტთა ალიანსი“ იბრძოლებს, რომ, რაც შეიძლება მეტი ადამიანი შეიყვანონ ოზურგეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოში.
საარჩევნო სია კი ასე გამოიყურება: მირზა ჩხიკვიშვილი, ირინა აბულაძე, მაია მახარაძე, გიორგი ჩხაიძე, მადონა სურგულაძე, რომან ვაშაყმაძე, ფატმანი ბაბილოძე, იზა ქარცივაძე, აკაკი მექვაბიშვილი, თეა ბაბილოძე.