ხაშურის სოფელ სავანისუბნამდე მისასვლელი გზის რეაბილიტაცია მალე დასრულდება

332

ხაშურის მუნიციპალიტეტის სოფელ სავანისუბანში საგზაო ინფრასტრუქტურის მოწყობა მიმდინარეობს. პროექტის დასრულების შემდეგ, ადგილობრივების გადაადგილების პირობები გაცილებით უსაფრთხო და კომფორტული გახდება.

აღსანიშნავია, რომ სოფელში საგზაო ინფრასტრუქტურა აქამდე არ იყო და მსგავსი ტიპის პროექტი პირველად ხორციელდება.

სამუშაოები შიდა ქართლის სახელმწიფო რწმუნებულის მოადგილემ სიმონ გულედანმა და ხაშურის მუნიციპალიტეტის მერის მოვალეობის შემსრულებელმა ზვიად ქურდაძემ დაათვალიერეს.

სამუშაოების ღირებულება ნახევარ მილიონ ლარზე მეტს შეადგენს და რეგიონებში განსახორციელებელი პროექტების ფონდისა და ადგილობრივი ბიუჯეტის თანადაფინანსებით ხორციელდება.