ოზურგეთის მერს საკრებულოში „ქართული ოცნების“ წევრი ძალადობაში ადანაშაულებს

722

ფიზიკური დაპირისპირება და მუქარა გურიაში. კოტე შარაშენიძეს საკრებულოში „ქართული ოცნების“ დეპუტატი ძალადობაში ადანაშაულებს. ინფორმაციას იმედინიუსი ავრცელებს. 

გამოძიება დაწყებულია, ოზურგეთის მოქმედი მერს, სავარაუდოდ, პოლიციაში მოუწევს მისვლა. პოლიციამ დაზარალებული უკვე გამოკითხა. ის ვლადიმერ ჩავლეშვილია. „ქრონიკის“ წინასწარი ინფორმაციით, დაპირისპირება მერის სახლში მოხდა, სადაც შეხვედრა მისი ინიციატივით გაიმართა და საუბარი შეეხო წინასაარჩევნო კამპანიას. ანგარიშწორების მიზეზი კი განსხვავებული პოლიტიკური გემოვნება გახდა.

კონსტანტინე შარაშენიძე შეხვედრას არ უარყოფს, თუმცა, უარყოფს დაპირისპირების ფაქტს და ასევე აცხადებს, რომ გამოძიების დაწყების შესახებ ინფორმაცია არა აქვს. შარაშენიძე 2 ოქტომბრის არჩევნებში დამოუკიდებელ კანდიდატად მონაწილეობს.