მოიფიქრეს მორიგი თაღლითობა და ევროკავშირის მედიაციით შემდგარ დოკუმენტზე გადაწყვიტეს ხელმოწერა. ეს ძალიან მარტივი გასაგებია. ჩვენ 3 თვის განმავლობაში ველოდით მათ ხელმოწერას – ასე გამოეხმაურა ირაკლი ღარიბაშვილი “ნაციონალური მოძრაობის” მიერ შარლ მიშელის ინიციატივით მომზადებულ, პოლიტიკური შეთანხმებაზე ხელმოწერას.
პრემიერის განცხადებით, ტრაგედიაა, რომ ეს ძალა არის მეორე ოპოზიციური ძალა ქვეყანაში, ეს ტრაგედიაა, რომ მოსახლეობის ნაწილი ჯერ კიდევ მხარს უჭერს ამ მკვლელების კორპორაციას.
მისივე თქმით, პრიმიტიულობა და გულუბრყვილობაა, რომ ასეთ პოლიტიკურ თაღლითებს ვიღაცამ დღეს კიდევ დაუჯეროს.
“მოიფიქრეს მორიგი თაღლითობა და ევროკავშირის მედიაციით შემდგარ დოკუმენტზე გადაწყვიტეს ხელმოწერა. ეს ძალიან მარტივი გასაგებია. ჩვენ 3 თვის განმავლობაში ველოდით მათ ხელმოწერას.
ხელმოწერის შემდეგ “ქართულმა ოცნებამ” დაიწყო ყველა იმ ვალდებულების შესრულება და ნაწილი რეფორმებისა ჩვენ პირნათლად შევასრულეთ, მიუხედავად იმისა, რომ ეს იყო ცალმხრივად შედგენილი დოკუმენტი, რადგან “ნაციონალურმა მოძრაობამ” დოკუმენტს ხელი არ მოაწერა.
დარჩენილ რეფორმებს ბოლომდე მივიყვანთ და გავაკეთებთ.
ტრაგედიაა, რომ ეს ძალა არის მეორე ოპოზიციური ძალა ქვეყანაში, ეს ტრაგედიაა, რომ მოსახლეობის ნაწილი ჯერ კიდევ მხარს უჭერს ამ მკვლელების კორპორაციას.
მათ გააგრძელეს საბოტაჟი, დესტრუქცია და რეალურად ჩვენ ვნახეთ, რომ არაფერი შეცვლილა მათი მხრიდან და არც შეიცვლება. ვის აქვს ილუზია და ვის ჯერა, რომ სააკაშვილი, ბოკერია, მელია, უგულავა შეიცვლებიან და გახდებიან ჰუმანურები და დემოკრატები, ეს იგივეა, რომ ეშმაკმა გვითხრას, აღარ იქნება ეშმაკი და მას უნდა დავუჯეროთ. ეს ხომ პრიმიტიულობა და გულუბრყვილობაა, რომ ასეთ პოლიტიკურ თაღლითებს ვიღაცამ დღეს კიდევ დაუჯეროს.
ქართულმა ხალხმა გაიარა ძალიან დიდი განსაცდელი “ნაციონალური მოძრაობის” დროს. ფეხქვეშ გათელეს ადამიანების ღირსება.
“ქართულმა ოცნებამ” მათ საკადრისი პასუხი გასცა პირველ ოქტომბერს ბიძინა ივანიშვილის ლიდერობით და გაუშვა მოუსავლეთში “ნაციონალური მოძრაობა”- განაცხადა პრემიერიმა.
“ნაციონალურმა მოძრაობამ” დღეს შარლ მიშელის დოკუმენტს ხელი მოაწერა.