“იმედია, საარჩევნო კამპანია ნორმალურ გარემოში ჩატარდება”, – ამის შესახებ საქართველოში აშშ-ის ელჩმა კელი დეგნანმა განაცხადა. ელჩმა იმედი გამოთქვა, რომ არჩევნები მშვიდობიანი და სამართლიანი იქნება.
„არჩევნების შედეგი ქართველი ამომრჩევლების გადასაწყვეტია და თვითონ ეს შედეგი გამოჩნდება 2 ოქტომბერს. იმედია, კამპანია ჩატარდება ნორმალურ გარემოში და მშვიდობიანად. იმედი მაქვს, ამ კამპანიის მთავარი ორიენტირი მოსახლეობის ყოველდღიურობის გაუმჯობესება იქნება.
ასევე, რა თქმა უნდა, იმედია, კანდიდატები ისაუბრებენ; კამპანია ჩატარდება უსაფრთხო გარემოში, არ მოხდება არანაირი ბულინგი და შეურაცxმყოფელი მესიჯები, თუნდაც სოციალურ მედიაში. ჩვენ ველით, რომ ეს იქნება მშვიდობიანი და სამართლიანი არჩევნები“, – განაცხადა ელჩმა.