წყალმომარაგების კომპანია გურიის რეგიონში მოსახლეობის უწყვეტი წყალმომარაგებისთვის დაგეგმილი პროექტების განხორციელებას აქტიურად განაგრძობს.
ამჯერად, კომპანიამ ქალაქ ოზურგეთში წყლის ინფრასტრუქტურის სისტემის მშენებლობისთვის საჭირო სამუშაოები დაიწყო.
ამ პროექტის ფარგლებში ჯორჯიაშვილის ქუჩაზე 1 კმ-იანი ახალი მაგისტრალი მოეწყობა. ასევე, დაიწყება დამენიას ქუჩის წყლით უზრუნველყოფისთვის საჭირო სამუშაოები.