ანა დოლიძემ ცესკოში პარტიული და თბილისის ათივე ოლქის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატების სია წარადგინა

705

პარტია „ხალხისთვის“ ლიდერმა ანა დოლიძემ ცენტრალურ საარჩევნო კომისიაში პარტიული და თბილისის ათივე ოლქის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატების სია წარადგინა.

ანა დოლიძის განცხადებით, მის გვერდით არის ხალხი, რომელიც მზად არის იბრძოლოს ხალხის ინტერესებისთვის საკრებულოში. მისივე თქმით, ათივე მაჟორიტარობის კანდიდატისთვის პოლიტიკა მეტ-ნაკლებად სიახლეა, თუმცა მოსახლეობის უმეტესობას დაკვეთა აქვს ახალ ძალებზე და სუფთა სახეებზე ქართულ პოლიტიკაში.

„დღეს ჩვენ წარვადგენთ პარტია „ხალხისთვის” პარტიულ სიას, ასევე მაჟორიტარობის კანდიდატებს თბილისში. ჩვენ ათივე უბანში გვეყოლება მაჟორიტარობის კანდიდატები, ჩემთან ერთად არის ხალხი, რომელიც მზად არის იბრძოლოს ხალხის ინტერესებისთვის საკრებულოში. ათივე მაჟორიტარობის კანდიდატი არის გამოცდილი, მებრძოლი, პროფესიონალი, თუმცა ყველასთვის პოლიტიკა მეტ-ნაკლებად სიახლეა, რაც მიგვაჩნია დადებით ასპექტად ჩვენი საქმიანობისა. მოსახლეობის უმეტესობას დაკვეთა აქვს ახალ ძალებზე და სუფთა სახეებზე ქართულ პოლიტიკაში. ჩვენს წინაშეა ათი პროფესიონალი, რომელიც მზად არის ყველა ოლქში იბრძოლოს ხალხის ინტერესებისთვის, 48 რიცხვის ქვეშ.

პარტია „ხალხისთვის“ თბილისის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატები იქნებიან: ვაკეში – ალექსანდრე რატიშვილი, დიდუბეში – ნინო წულაძე, ჩუღურეთში – სერგო ლომიძე, სამგორში – ანა მიქაძე-ჩიკვაიძე, გლდანში – ირაკლი თედორაძე, მთაწმინდა – ნინო ქოქოსაძე, კრწანისი – მაია კეკუა, ისანი – კობა კობახიძე, საბურთალო – თამარ ჭიჭინაძე და ნაძალადევში – მიხალის ირემაძე“, – აღნიშნა ანა დოლიძემ.