“თბილსერვის ჯგუფის“ თანაშრომლებსა და ხელმძღვანელობას შორის დაპირისპირება მოხდა

463

წინა სტატია

“თბილსერვის ჯგუფის“ თანაშრომლებსა და ხელმძღვანელობას შორის დაპირისპირება მოხდა. ამ წუთებში, აქციის მონაწილეები ხელმძღვანელობას საშუალებას არ აძლევენ ტრანსპორტით ქალაქში დასუფთავების სამუშაოები გააგრძელონ.

როგორც „თბილსერვის ჯგუფის“ თანამშრომლები აცხადებენ, დასუფთავების მანაქანებს ქალაქში გასვლის საშუალებას არ მისცემენ, რადგან მათი მოთხოვნა ხელფასის მომატებასთან დაკავშირებით არ დაკმაყოფილებულა.

“არც ერთი მანქანა არ გავა, სანამ არ მოგვცემენ ღირსეულ ხელფასს და არ დაგავაფასებენ. მხოლოდ სიტყვით გვაფასებენ, ეს ყველაფერი ხელფასზე უნდა აისახოს. ვიდრე ეს პრობლემა არ მოგვარდება, გაფიცულები ვიქნებით”, – აცხადებს აქციის მონაწილე.

შეგახსენებთ, რომ დღეს „თბილსერვის ჯგუფის“ სამსახურის თანამშრომლები გაიფიცნენ. დასუფთავების სამსახურის წარმომადგენლების განცხადებით, კომპანიის ხელმძღვანელებმა ხელშეკრულებით დადგენილი პირობები შეცვალეს და ახლა გაცილებით რთულ პირობებში მუშაობენ.