გორის გამგებლის ყოფილი მოადგილე თავისი გათავისუფლების საკითხს სასამართლოში გაასაჩივრებს

855

გორის მუნიციპალიტეტის გამგებლის უკვე ყოფილი პირველი მოადგილე თავისი გათავისუფლების საკითხს სასამართლოში გაასაჩივრებს.

გელა კაპანაძე დავით ონიაშვილმა თანამდებობიდან დღეს გაათავისუფლა. კაპანაძე, რომელიც “ქართული ოცნება დემოკრატიული საქართველოს” გორის საოლქო ორგანიზაციის აღმასრულებელი მდივანია, მიაჩნევს, რომ ის პოლიტიკური ნიშნით გაათავისუფლეს.

კაპანაძემ დახმარებისთვის საიას უკვე მიმართა და გამგებლის გადაწყვეტილების გასაჩივრებას სასამართლოში აპირებს.

გარდა ამისა, გელა კაპანაძის თქმით, გორის მუნიციპალიტეტის გამგეობაში ადმინისტრაციული ხარჯებთან დაკავშირებულ დარღვევებზე განცხადების გაკეთებას გეგმავს, თუმცა ამბობს, რომ ამ თემაზე დავით ონიაშვილთან არ უსაუბრია.

რაც შეეხება კითხვას თუ რატომ არ გაახმაურა ეს ინფორმაცია აქამდე, პასუხობს, რომ ამ საკითხზე მასალები გროვდება და დასრულების შესახებ გამოქვეყნდება.

გელა კაპანაძე გორის მუნიციპალიტეტის გამგებლის პირველი მოადგილის პოსტს 16 მარტიდან იკავებდა, დავით ონიაშვილი კი მერობის კანდიდატია შენების მოძრაობიდან.

წყარო: იმედინიუსი