ოფიციალური დეკლარირებული მონაცემებით, საქართველოში 2021 წლის იანვარ-ივნისში გაცემულია 4400 ნებართვა (წინა წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით 5,5%-ით მეტი) 2955,0 ათასი კვ.მ ფართობის შენობა-ნაგებობების მშენებლობაზე (წინა წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით 14,7%-ით მეტი).
„საქსტატის“ ინფორმაციით, ნებართვების 71,8% ქვეყნის 4 რეგიონზე მოდის. კერძოდ, ჩასატარებელი სამშენებლო სამუშაოების 47,3% თბილისზე, 9,0%- ქვემო ქართლის რეგიონზე, 8,6% – იმერეთის რეგიონზე და 6,9%- მცხეთა-მთიანეთის რეგიონზე.
მათივე ინფორმაციით, 2021 წლის იანვარ-ივნისში, ნებართვები გაიცა მრავალფუნქციური საცხოვრებელი კომპლექსების, სავაჭრო ობიექტების, სასტუმროების, სამრეწველო საწარმოების, სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების ობიექტებისა და სხვა შენობა-ნაგებობების მშენებლობაზე. გაცემულ ნებართვებში შედარებით დიდი წილით წარმოდგენილია მრავალფუნქციური საცხოვრებელი კომპლექსები. დამთავრებული მშენებლობების ნახევარზე მეტი მოდის ქვეყნის 4 რეგიონზე. კერძოდ, 27,8% თბილისზე, 12,6% – კახეთის რეგიონზე, 12,5% – ქვემო ქართლის რეგიონზე, ხოლო 10,8% – მცხეთა-მთიანეთის რეგიონზე. აღსანიშნავია, რომ 2021 წლის იანვარ-ივნისში, ნებართვები გაიცა მრავალფუნქციური საცხოვრებელი კომპლექსების, სავაჭრო ობიექტების, სასტუმროების, სამრეწველო საწარმოების, სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების ობიექტებისა და სხვა შენობა-ნაგებობების მშენებლობაზე. გაცემულ ნებართვებში შედარებით დიდი წილით წარმოდგენილია მრავალფუნქციური საცხოვრებელი კომპლექსები. დამთავრებული მშენებლობების ნახევარზე მეტი მოდის ქვეყნის 4 რეგიონზე. კერძოდ, 27,8% თბილისზე, 12,6% – კახეთის რეგიონზე, 12,5% – ქვემო ქართლის რეგიონზე, ხოლო 10,8% – მცხეთა-მთიანეთის რეგიონზე.