სიჭინავას მხარდამჭერი: “ზეწოლა არ ყოფილა. თურმე, მეგობარი მეხუმრა”

805

ზუგდიდის მერობის დამოუკიდებელი კანდიდატის, დომენტი სიჭინავას მხარდამჭერი მამუკა დარასელია, რომელმაც დღეს დილით პოლიტიკურ დევნაზე განცხადება გააკეთა, დღის ბოლოსთვის ამბობს, რომ მასზე ზეწოლა არ ხდება და, თურმე, მეგობარმა იხუმრა.

ამის შესახებ დარასელიამ მას მერე განაცხადა, რაც პოლიციამ ფაქტზე მოკვლევა დაიწყო. ის ამბობს, რომ ტელეფონზე სმს მოუვიდა, მაგრამ ნომერი ვერ იცნო. შემდეგ კი გაარკვია, რომ სმს-ის ავტორი მისი მეგობარია.