გორის მერია: ტერიტორიაზე, რომელიც ეპარქიას 99 წლით გადაეცა, თავშესაფარი შენდება

799

წინა სტატია

გორის მუნიციპალიტეტის მერიამ ეპარქიას თამარ მეფის N108-ში, 9 728 კვადრატული მეტრი, თითქმის ერთი ჰექტარი ფართობის მქონე ტერიტორია აღნაგობის უფლებით, 99 წლით გადასცა. ინფორმაციას რადიო მოზაიკა ავრცლეებს.

“ეს ის ტერიტორიაა, სადაც მიმდინარე წლის 8 ივლისს, საფუძველი ჩაეყარა წმინდა სოფიოს, აღაპისა, პისტის და ელპიდის სახელობის დედათა თავშესაფრის მშენებლობას, რომელსაც უნგრეთის საელჩო აფინანსებს” , – განმარტავენ გორის მერიაში.

საჯარო რეესტრის მონაცემებით, აღნიშნულ ტერიტორიაზე 8 სხვადასხვა შენობაა განთავსებული, რომლიდანაც ერთი უკვე ამორტიზებულია. 9 728 კვადრატული მეტრიდან, თავშესაფარი სულ 109.1 კვადრატულს დაიკავებს.