რუსთავში სამ მისამართზე ახალი საბავშვო კუთხე მოეწყობა. რუსთავის მუნიციპალიტეტის მერიამ სხვადასხვა ატრაქციონებისა და თუ საბავშვო გასართობი კონსტრუქციების გასაკეთებლად 118 000 ლარის ღირებულების ტენდერი უკვე გამოაცხადა. ამის შესახებ ინფო რუსთავი წერს.
საბავშვო კუთხეების მოწყობა მე-12 მიკრორაიონის N35, ახმეტელის N4 და თოდრიას N13 კორპუსებთან იგეგმება.
ტენდერში გამარჯვებულმა კომპანიამ სამუშაოები ხელშეკრულების დადებიდან 60 დღეში უნდა დაასრულოს.