მოახლოებული თვითმმართველობის არჩევნების შედეგად, გორის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 40-ის ნაცვლად 36 წევრი ეყოლება. აქედან 24 პროპორციული წესით იქნება არჩეული, ნაცვლად 15-ისა, დანარჩენი 12 კი ადმინიტრაციული ერთეულის მაჟორიტარი იქნება. ამის შესახებ რადიო მოზაიკა წერს.
3 მაჟორიატრული ოლქი ქალაქში იმუშავებს, 9 კი სოფლად.
პირველი მაჟორიტრული ოლქი 9 საარჩევნო უბანს გააერთიენებს, მე-2 მაჟორიტარული ოლქი -13-ს, მე-3 კი 10 საარჩევნო უბანს.
ხოლო სოფლად, ადმინისტრაციული ერთეულები, რომლებსაც თითო-თითო მაჟორიტარი ეყოლებათ, შემდეგნაირად გაერთიანდა:
- ოლქი #4: ვარიანი, ნიქოზი, შინდისი
- ოლქი #5: კარალეთი
- ოლქი #6: ახალუბანი, მეჯვრისხევი
- ოლქი #7: ტყვიავი, ძევერა
- ოლქი #8: დიცი, მერეთი,ტირძნისი
- ოლქი #9: ატენი, ბოშური, ქვახვრელი, ხიდისთავი, მღებრიანი,საყავრე
- ოლქი #10: ზეღდულეთი, შავშვები
- ოლქი #11: ტინისხიდი, სკრა
- ოლქი #12: ბერბუკი