„ფაიზერით“ ვაქცინაცია საქართველოში 16 წლიდან იქნება შესაძლებელი

245

ცვლილება „COVID19“-ის საწინააღმდეგო ვაქცინის დანერგვისა და იმუნიზაციის მართვის წესის დამტკიცების შესახებ“ ბრძანებაში საქართველოს ჯანდაცვის მინისტრმა შეიტანა.

„აცრა ტარდება 16 წლის და ზედა ასაკის პირებში, აცრების კურსი შედგება ორი ინიექციისაგან, აცრებს შორის ინტერვალი შეადგენს, სულ მცირე, 21 დღე; ვაქცინაციის კურსის დასრულების მიზნით, მეორე დოზა უნდა გაკეთდეს იმავე ვაქცინით 21 დღის შემდეგ“– აღნიშნულია ბრძანებაში.