კახეთში კლასიკური მუსიკის შემეცნებითი ლექცია-კონცერტები გაიმართა

481

საქართველოს კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის სამინისტროს მხარდაჭერითა და სსიპ კლასიკური მუსიკის დაცვის, განვითარებისა და პოპულარიზაციის ცენტრის (სამხატვრო ხელმძღვანელი ელისო ვირსალაძე) ორგანიზებით, პროექტი „კლასიკური მუსიკის კონცერტები ალტერნატიულ სივრცეებში საქართველოს რეგიონებსა და დედაქალაქში“ განხორციელდება.

პროექტის ფარგლებში, 20 – 22 ივლისს, ლექცია-კონცერტებს კახეთი მასპინძლობს და მასში მონაწილეობას კვარტეტი „იბერი“ იღებს. მუსიკოს-შემსრულებლები საინტერესო ფორმით მოუთხრობენ ბავშვებს მუსიკაზე, მუსიკოსებზე, კომპოზიტორებზე, ეპოქაზე, ნაწარმოებებსა თუ ინსტრუმენტებზე. აღნიშნულ ღონისძიებებს ინტერაქტიული, შემეცნებით-გასართობი ფორმა ჰქონდა.
ღონისძიებები უკვე ჩატარდამ საგარეჯოს, დედოფლისწყაროს, სიღნაღის და ლაგოდეხის მუნიციპალიტეტებში. ხვალ კი ღონისძიება ახმეტის მუნიციპალიტეტში გაიმართება.

პროექტში მონაწილე მუსიკოსები შეირჩნენ არა მხოლოდ მათი პროფესიული ნიშნით, არამედ იმ გამოცდილებითაც, რაც მათ უკვე გააჩნიათ ბავშვებთან ურთიერთობაში. საქართველოს კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის სამინისტროს პრიორიტეტების გათვალისწინებით, ამ პროექტისთვის შეირჩა ისეთი მუსიკალური კოლექტივები, რომლებსაც არა აქვთ სახელფასო დაფინანსება ან აქვთ არასრული წლის განმავლობაში.

აღსანიშნავია, რომ ლექცია-კონცერტები რეგულაციების სრული დაცვით ტარდება.