ქალაქ თელავში დამოუკიდებელი ცხოვრების ცენტრი გაიხსნა. ინფორმაციას კახეთის ხმა ავრცელებს.
ცენტრი შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირებს და მათ მშობლებს რამდენიმე სახის მომსახურებას შესთავაზებს, მათ შორის საჭიროებების რეფერალს, იურიდიულ დახმარებას და ა.შ.
თელავის დამოუკიდებელი ცხოვრების ცენტრი USAID-ის, ადგილობრივი თვითმართველობის ეროვნული ასოციაციის, კავკასიის კვლევითი რესურსების ცენტრისა და კოალიცია დამოუკიდებელი ცხოვრებისათვის მხარდაჭერით დაარსდა.
ჯამში, დამოუკიდებელი ცხოვრების ცენტრები საქართველოს მასშტაბით 6 ქალაქში ფუნქციონირებს.