მერიის სოციალური და ჯანმრთელობის დაცვის პროგრამებით იანვრიდან დღემდე 53 ათასამდე ბენეფიციარმა ისარგებლა. ინფორმაციას ბათუმის მერია ავრცელებს.
პროგრამების ჩამონათვალი ასეთია:
მოწყვლადი სოციალური ჯგუფების მქონე პირთა მედიკამენტებითა და საკვები დანამატების კომპენსაციით უზრუნველყოფა;
ფსიქიკური პრობლემების მქონე პირთა ფსიქო-სოციალური რეაბილიტაცია;
მოწყვლადი ჯგუფების სტომატოლოგიური და ორთოპედიული მომსახურება;
შშმ სტატუსის ბავშვთა და ვეტერანთა საკურორტო რეაბილიტაცია;
ახალშობილთა და ბავშვთა განვითარების შეფერხების პრევენცია და რეაბილიტაცია;
ჰემოდიალიზის ცენტრის პაციენტთა და ლეიკემიით დაავადებულ ბავშვთა მატერიალური დახმარება;
ინდივიდუალური სამედიცინო დახმარება;
თემზე დაფუძნებული მობილური გუნდის მომსახურება;
მოწყვლადი სოციალური კატეგორიების მატერიალური დახმარება;
კომუნალური მომსახურების საფასურის სუბსიდირება;
მუნიციპალური ტრანსპორტით მგზავრობის საფასურის სუბსიდირება;
მზრუნველობამოკლებულთა მოვლა-პატრონობისა და მოვლის საჭიროების მქონე პირთა დახმარება;
მუნიციპალური უფასო სასადილოს მომსახურება;
დროებითი ღამის თავშესაფრით სარგებლობა;
შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირების ასისტენტით მომსახურება;
საზოგადოებრივი ორგანიზაციების მხარდაჭერა;
დასაქმების ხელშეწყობა.