თელავის მერია: თელავში, მოქალაქეთა მასობრივი ვაქცინაციის ფარგლებში, საყოველთაო აცრა მიმდინარეობს

852

თელავში, მოქალაქეთა მასობრივი ვაქცინაციის ფარგლებში, ყამბარაშვილის სახელობის კლინიკაში საყოველთაო აცრა მიმდინარეობს.

თელავის მერიის ინფორმაციით, კლინიკაში მობილიზებულია სამი ამცრელი ჯგუფი და ვაქცინაციის ჩასატარებლად მისულ მოქალაქეებს სამ კაბინეტში შეუფერხებლად შეუძლიათ კოვიდის საწინააღმდეგო ვაქცინის ჩატარება.

,,კლინიკაში საყოველთაო აცრის პროცესს ადგილზე გაეცნო თელავის მუნიციპალიტეტის მერი, შოთა ნარეკლიშვილი. კოვიდის საწინააღმდეგო ვაქცინით აიცრნენ – კახეთის სახელმწიფო რწმუნებულის პირველი მოადგილე, პლატონ კალმახელიძე და თელავის თეატრის მსახიობი, თემურ ხუნაშვილი.

საყოველთაო აცრის დღეს ვაქცინაციის მსურველ მოქალაქეთა რიგებში არიან ასევე თელავის მუნიციპალიტეტში მცხოვრები სხვადასხვა სფეროს წარმომადგენლები, მათ შორის – ექიმები, პედაგოგები, სპორტსმენები, მერიის აიპებში დასაქმებული მოხელეები“, – ნათქვამია ინფორმაციაში.