ისნის რაიონის გამგეობამ 2021 წლის 6 თვის ანგარიში გამოაქვეყნა.
გამგეობის მიერ 2021 წლის ორ კვარტალში შესრულებული სამუშაოების ჩამონათვალი ასეთია:
საგზაო ინფრასტრუქტურა 37 788,21კვ.მ. ფართობზე მოწესრიგდა;
3 მისამართზე მოეწყო საყრდენი კედელი;
რეაბილიტაცია ჩაუტარდა 3 სპორტულ მოედანს;
4 მისამართზე ფიტნეს ზონა მოეწყო;
15 მისამართზე სკვერი და საბავშვო მოედანი მოეწყო;
სხვადასხვა ინფრასტრუქტურული სამუშაოები 111 მისამართზე განხორციელდა
გაიმართა 1 კულტურული ღონისძიება.
ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობის პროგრამით 112 პროექტი
განხორციელდა;
9 მისამართზე დასრულდა ავარიული სახლის გამაგრების სამუშაოები;
414 მისამართზე გამწვანებისა, ხე მცენარეთა მოვლა – პატრონობის და მცენარეთა დარგვის სამუშოები განხორცილედა.
ისნის რაიონში 2021 წელს 6 თვის განმავლობაში შესრულებული სამუშოებისათვის 6260230,18 ლარი დაიხარჯა.