ვაკის გამგეობა: იანვარ-ივნისში განხორციელებული პროექტებისთვის ჯამში, 7 677 576 ლარი დაიხარჯა

460

ვაკის რაიონის გამგეობამ 2021 წლის 6 თვის ანგარიში გამოაქვეყნა.

გამგეობის მიერ 2021 წლის ორ კვარტალში შესრულებული სამუშაოების ჩამონათვალი ასეთია:

განხორციელდა 2 დასასვენებელი სივრცის მოწყობა-რეაბილიტაცია, 3 მისამართზე კი სამუშაოები მიმდინარეობს;

გამწვანების სამუშაოების ფარგლებში, დაირგო 80 ნერგი, 697 მისამართზე კი, გამწვანებული ტერიტორიების მოწესრიგება და ხეების სხვლა-ფორმირება განხორციელდა;
ჯანსაღი ცხოვრების ხელშეწყობის მიზნით, 2 სპორტული მოედნის მოწყობა მიმდინარეობს, 2 მისამართზე კი სამუშაოები უკვე დასრულდა;
საგზაო ინფრასტრუქტურა 34 987კვ.მ ფართობზე მოწესრიგდა;
ერთ მისამართზე სანიაღვრე ქსელი მოეწყო;
5 მისამართზე აშენდა გრუნტის დამჭერი კედელი;

ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობების ხელშეწყობის პროგრამის ფარგლებში, 100 სარეაბილიტაციო პროექტი განხორციელდა. მათ შორის:
რეაბილიტაცია ჩაუტარდა 24 ლიფტს;
წყალარინების ქსელი 14 მისამართზე განახლდა;
ბრტყელი და ქანობიანი სახურავი 32 მისამართზე გამოიცვალა;

ვაკის გამგეობის მიერ 2021 წლის იანვარ-ივნისში განხორციელებული პროექტებისთვის ჯამში, 7 677 576 ლარი დაიხარჯა.