ჟურნალისტების პროტესტის გამო ქუთაისში იუსტიციის მინისტრის ვიზიტი ჩაიშალა

379

ჟურნალისტების პროტესტი ქუთაისში. მედიის წარმომადგენლები იუსტიციის მინისტრთან ლექსო ლაშქარავას ფოტოებით დახვედრას გეგმავდნენ, თუმცა, დაგეგმილი ღონისძიება დათქმულ დროს არ შედგა. ამის შესახებ ნიუპრესი წერს.

მინისტრ რატი ბრეგაძესა და მერს შორის მემორანდუმის ხელმოწერა გადაიდო, მიუხედავად ამისა, მედიის წარმომადგენლებმა მდუმარე პროტესტი მაინც გამოხატეს.

“დღეს, ამ დარბაზში იუსტიციის მინისტრს ხელი უნდა მოეწერა მემორანდუმისთვის, თუმცა ალბათ, ის მიხვდა, რომ აქ ჟურნალიატები დისკომფორტს შეუქმნიდნენ. ამიტომ მინისტრის დღის წესრიგი შეიცვალა. ჩვენ დღეს აქ მაინც ვამბობთ, რომ ხელისუფლება, რომელიც ჟურნალისტებს არათუ არ იცავს, მოძალადე ჯგუფებისაგან, არამედ თავად წაახალისებს ამ ჯგუფებს. იბრძვის სიტყვის თავისუფლების წინააღმდეგ. ირაკლი ღარიბაშვილი უნდა გადადგეს,  მოხალადე ჯგუგები უნდა დაისაჯონ,”- განაცხადა “ფორმულას” ჟურნალისტმა ეკა ფხაკაძემ.